about us. . .

ბევრჯერ გქონიათ პრობლემა CV-ს შევსებასთან დაკავშირებით?მოუთხოვიათ თქვენთვის სამსახურში სამოტივაციო წერილი და ვერ მიგიწოდებიათ იგი დამსაქმებლისთვის იმ ფორმით როგორც საჭიროა?გიძებნიათ ვაკანსიები მაგრამ თქვენი კვალიფიკაციის შესაფერისი ვერ გიპოვიათ?ჩვენ დაგეხმარებით...
ძალიან ბევრს აქვს პრობლემა როდესაც საქმე ვაკანსიის და სასურველი სამსახურის პოვნას ეხება.ხშირად კარგი კვალიფიკაციის მქონე პირები ვერ აწვდიან სასურველ ინფორმაციას დამსაქმებელს იმის გამო რომ რაღაც ხარვეზები აქვთ რეზიუმეს შევსებისას ან სამოტივაციო წერილის დაწერისას. კომპანია "CV Studio"ახალი ინოვაციით წარსდგა საზოგადოების წინაშე ჩვენ შევეცდებით დაგეხმაროთ საკუთარი თავის რეალიზებაში და სასურველი სამსახურის პოვნაში.
ყოველგვარი წვალების,ინტერნეტში ძრომიალის და საგულდაგულოდ შედგენილი რეზიუმეს ძიებაში დაკარგულ დროს ჩვენ აგინაზღაურებთ.თქვენ რაც გევალებათ ეს მხოლოდ რამოდენიმე ნაბიჯის გაკეთებაა.
საიტის მენიუში არის განყოფილება DONATE CV/CL საიდანაც შეგიძლიათ შეგვიკვეთოთ CV შედგენა ან სამოტივაციო წერილის დაწერა.მაღალი ხარისხი,დაბალი ფასები და თქვენი წარმატება ეს არის ის რასაც ჩვენ ვემსახურებით თქვენი კეთილდღეობისთვის.
თქვენ უბრალოდ უნდა გამოგვიგზავნოთ მეილზე შემდეგი დოკუმენტები:
1.ინფორმაცია თქვენს შესახებ.(სახელი/გვარი/საკონტაქტო ინფორმაცია/საცხოვრებელი ადგილის მისამართი/სურათი3x4-ზე)
2.დიპლომების/ტრეინინგების/სტაჟირების სერტიფიკატების ასლები(ასეთის არსებობის შემთხვევაში)
3.თქვენი პროფესია და ვაკანსია რომელზეც ისურვებდით დასაქმებას.
ჩვენ ამ ყველაფერს ერთად მოვუყრით თავს შეგიდგენთ CV-ს და სამოტივაციო წერილს და გამოგიგზავნით მეილზე
თქვენი წარმატება ჩვენთვის მნიშვნელოვანია.
უახლოეს მომავალში საიტზე უფასოდ შემოგთავაზებთ CV და სამოტივაციო წერილის შაბლონებს...
გისურვებთ წარმატებას...

You are viewing the text version of this site.

To view the full version please install the Adobe Flash Player and ensure your web browser has JavaScript enabled.

Need help? check the requirements page.


Get Flash Player